წინასწარი შეთანხმება შედგა - მორატა მილანში ითამაშებს
ევრო 2024 დასრულდა და აქტუალური ახლა კვლავ სატრანსფერო სიახლეებია. ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, რომ ალვარო მორატა მილანს შეუერთდებოდა.
იტალიელი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ ესპანელ თავდამსხმელსა და როსონერის შორის შეთანხმება შედგა.
მორატა 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ჯერჯერობით უცნობია რამდენი იქნება მისი წლიური ანაზღაურება. მილანს ალვაროს ტრანსფერი 13 მილიონი ევრო უჯდება. ტრანსფერის გაჩარხვაში ყველაზე დიდი წვლილი ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიუძღვის.
შეგახსენებთ, რომ ესპანელ თავდამსხმელს სერია ა-ში თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.
2014/2016 და 2020/2022 წლებში მორატა იუვენტუსის ღირსებას იცავდა. ჯამში ესპანელმა იტალიის ჩემპიონატში 130 მატჩი ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.