გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძე: “ვამაყობ, თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“

ევრო 2024 დასრულდა, რომელიც ესპანეთის ნაკრებმა მოიგო. საქართველოსთვის კი ისტორიული ტურნირი გამოვიდა.

ჯვაროსნები მერვედფინალში გავიდნენ, სადაც ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდნენ. ვილი სანიოლის გუნდიდან ყველაზე შედეგიანი გიორგი მიქაუტაძე იყო, რომელმაც 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ამ შედეგით, ქართველი თავდამსხმელი ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა და ოქროს ბუცს დაეპატრონა. ამასთან დაკავშირებით, მიქაუტაძემ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა.

რას წერს მიქაუტაძე?

„ვამაყობ, რომ ევრო 2024 საუკეთესო ბომბარდირებში დავასრულე. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ საოცარ გუნდს, თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ თურქეთის, ჩეხეთის და პორტუგალიის ნაკრებების კარი აიღო. საგოლე პასიც პორტუგალიასთან მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვე კარვახალს უსწრებს, კაშია - რუდიგერს | ქართველები ევრო 2024-ის საუკეთესოებში
ჩაკვე კარვახალს უსწრებს, კაშია - რუდიგერს | ქართველები ევრო 2024-ის საუკეთესოებში