ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემი: “მენტალურად და ფიზიკურად დაღლილები ვიყავით“

ჯუდ ბელინგემი ევრო 2024-ზე ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა მისმა თამაშმა სამ ლომს საბოლოო შედეგი მაინც ვერ მოუტანა. საუთგეიტის ნაკრები ფინალში ესპანეთთან დამარცხდა.

მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავი ბრიტანულ მედიას ესაუბრა.

ბელინგემი:

„ვფიქრობ, ბოლო კვირების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ. გასული სეზონი საკმაოდ დამღლელი იყო. რეალთან ერთად უამრავ მატჩში მივიღე მონაწილეობა და შემდეგ ევროპის ჩემპიონატი. ფეხბურთელების სხეულებისთვის ეს ძალიან დიდი დატვირთვაა. მენტალურად და ფიზიკურად დაღლილები ვიყავით, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს გაცემა გვინდოდა. ასეც მოვიქეცით და შემდეგ ამ გზით წაგება ნამდვილი სისასტიკეა.

ჩვენ ყველას მხოლოდ ის გვინდოდა, რომ ინგლისელ ხალხს ეამაყა და ისტორია დაგვეწერა. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. ინგლისის ამ ფორმაციის ნაკრებს დიდი მომავალი აქვს, რადგან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ირიცხება. ვფიქრობ, თუ ყველაფერს ნეგატიურად შეხედავთ, არაფერი შეიცვლება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთად შევარჩიოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.

გერმანიაში მოსაგებად ჩავედით. მივიღეთ გამოცდილება, რომელიც მომავალში გამოგვადგება. შეიძლება ეს გარკვეულწილად ნუგეშიც იყოს. მიუხედავად ამისა, ყველამ უნდა გავაანალიზოთ რა დაგვაკლდა ჩემპიონობამდე. ეს არის ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ვიცი, რომ ხალხი იმედგაცრუებულია, მაგრამ ნამდვილად ვგრძნობ, რომ მომავალ წლებში ჩემპიონობა მოვა.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ფინალში 1:2 დამარცხდა. სამი ლომის მხრიდან ერთადერთი გოლი პალმერმა გაიტანა, ხოლო ფურია როხას მხრიდან თავი ჯერ ნიკო უილიამსმა გამოიჩინა და გამარჯვების მომტანი გოლი მიკელ ოიარსაბალის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვე კარვახალს უსწრებს, კაშია - რუდიგერს | ქართველები ევრო 2024-ის საუკეთესოებში
ჩაკვე კარვახალს უსწრებს, კაშია - რუდიგერს | ქართველები ევრო 2024-ის საუკეთესოებში