ტომას ტუხელი, გარეთ საუთგეიტი, გრემ პოტერი, ედი ჰაუ
Aa
Aa

საუთგეიტის სავარაუდო შემცვლელები | ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია 4 ვარიანტს განიხილავს

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის მომავალი ბურუსითაა მოცული. „სამი ლომის“ თავკაცმა განაცხადა, რომ ევრო 2024-ის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, პოსტს დატოვებდა და ფინალის წაგების შემდეგ, მის წასვლაზე ბევრი იწერება.

საუთგეიტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ Telegraph-მა მისი სავარაუდო შემცვლელების სია უკვე გამოაქვეყნა. ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია 4 კანდიდატურას განიხილავს.

Telegraph-ის ცნობით, სიის სათავეში „ნიუკასლის“ თავკაცი, ედი ჰაუ იმყოფება. მის გარდა, მსჯელობენ მაურისიო პოჩეტინოს, ტომას ტუხელისა და გრემ პოტერის კანდიდატურებზეც. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ჰაუს ბევრით არც ერთი მათგანი ჩამორჩება.

ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ, ინგლისელი გულშემატკივრები საკადრო ცვლილებებს ითხოვენ და უკმაყოფილო არიან სტილით, რომლითაც საუთგეიტის გუნდი თამაშობს. ფეხბურთის ფედერაცია მათ პოზიციას არ იზიარებს და აპირებს, გარეტს 2-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს, რაც საშუალებას მისცემს, გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე უხელმძღვანელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები | მამარდა ტოპ 11-შია
ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები | მამარდა ტოპ 11-შია