საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ქართველებს შეუძლიათ იამაყონ“ | Givemesport-მა ჯვაროსნებზე დაწერა

Givemesport-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით, სტატია გამოაქვეყნა და თითოეული ნაკრების გამოსვლა განიხილა. ბრიტანულმა გამოცემამ საქართველოს ეროვნულ გუნდზეც დაწერა და განაცხადა, რომ „ჯვაროსნებმა“ მოლოდინებს გადააჭარბეს.

„ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტს, საქართველოს ნაკრებს, შეუძლია, საკუთარი თავით იამაყოს. გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან მოგებული მატჩით, ჯგუფური ეტაპი დაძლია. ჯვაროსნები პლეიოფში ესპანეთს დაუპირისპირდნენ და ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშნენ“, - წერს Givemesport-ი.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ნაკრებები, რომლებმაც მოლოდინები ვერ გაამართლეს, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, უნგრეთი, სერბეთი, ბელგია და პოლონეთი არიან. ტურნირის იმედგაცრუებად კი შოტლანდია, იტალია და ხორვატია დაასახელეს.

ცნობისთვის, Goal-მა და 90Min-მა Givemesport-ის პოზიცია გაიზიარეს და საქართველოს ნაკრები შეაქეს. Goal-ის მიხედვით, ვროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრები ჩანდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი თამაში ყველაზე სასიამოვნო საყურებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბუცი მიქაუტაძეს - ქართველი ფეხბურთელის უდიდესი მიღწევა
ოქროს ბუცი მიქაუტაძეს - ქართველი ფეხბურთელის უდიდესი მიღწევა