გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ევროს დაწყებამდე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრები გვეგონა“ | Goal-ი ჯვაროსნებს აქებს

სპორტულმა პორტალმა, Goal-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი შეაჯამა. ცნობილმა გამოცემამ ტურნირის გამორჩეული ფაქტები დაასახელა და მისი ყურადღების ცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მოექცა, რომლის გამოსვლაც Goal-მა დადებითად შეაფასა.

„საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის პლეიოფში გასვლის შანსს არავინ აძლევდა. იყვნენ ისეთები, ვინც ვარაუდობდნენ, რომ დებიუტანტი გუნდი ქულასაც ვერ აიღებდა. ჩეხეთთან და თურქეთთან გამართული მატჩების შემდეგ, რომლებშიც საქართველომ ხასიათი გვაჩვენა, ვილი სანიოლის ბიჭებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდეს და პორტუგალია დაამარცხეს.

მერვედფინალში, ჯვაროსნები ესპანეთს დაუპირისპირდნენ და დაწინაურების გამბედაობაც აღმოაჩნდათ, თუმცა, საბოლოოდ, სანიოლის ბიჭები 1:4 დამარცხდნენ და ანგარიშის მიუხედავად, ევრო 2024 თავაწეულებმა დატოვეს.

გიორგი მამარდაშვილი კარის ხაზზე ბრწყინვალე იყო. გიორგი მიქაუტაძე, ყველასთვის მოულოდნელად, ოქროს ბუცის გამარჯვებული გახდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გვაჩვენა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ გარემარბებს შორის რატომ ასახელებენ. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრები ჩანდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი თამაში ყველაზე სასიამოვნო საყურებელია“, - წერს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. „ჯვაროსნები“ მერვედფინალში მომავალ ჩემპიონთან, ესპანეთთან დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაგვიანებული სტარტი, ცრემლები და დამატებითი დრო | არგენტინამ კოპა ამერიკა მოიგო
დაგვიანებული სტარტი, ცრემლები და დამატებითი დრო | არგენტინამ კოპა ამერიკა მოიგო