ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საქართველოს ბრწყინვალება პორტუგალიასთან“ | ევრო 2024-ის ტოპ 6 სენსაცია

90 Min-მა ევროპის ჩემპიონატი შეაჯამა და გერმანიაში გამართული ტურნირის ტოპ 6 სენსაცია დაასახელა. ცნობილი სპორტული პორტალის რეიტინგში საქართველოს ნაკრებიც მოხვდა და „ჯვაროსნების“ მიერ პორტუგალიასთან მოპოვებული გამარჯვება გამოარჩიეს.

საქართველოს ბრწყინვალება პორტუგალიასთან

„საქართველოს ნაკრებს დიდი ხანი არ დასჭირვებია, რათა ევრო 2024-ის მაყურებლების გულები და გონება მოეგო. ტურნირის გახსნით შეხვედრაში, ჯვაროსნებმა ნამდვილი კლასიკა შემოგვთავაზეს და ვილი სანიოლის გუნდმა თურქეთთან მატჩში, ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე უბრალოდ მონაწილეობაა.

ჩეხეთთან აღებული ქულის შემდეგ, საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი შეუნარჩუნდა, მაგრამ ამისთვის ბოლო ტურში, პორტუგალიის დამარცხება იყო საჭირო. მათდა საბედნიეროდ, გუნდის თილისმამ, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო მატჩის სტარტზევე დააწინაურა და კონტრშეტევა ბრწყინვალედ დააგვირგვინა.

ჯვაროსნებმა უპირატესობით ისარგებლეს და მეორე გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანეს. მისი ავტორი გიორგი მიქაუტაძეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ისე იასპარეზა, მონაკოში ტრანსფერი დაიმსახურა. მატჩის ბოლოს, პორტუგალია შეტევაზე დიდი ძალებით გადავიდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს საკუთარ ისტორიაში უდიდესი გამარჯვება გაუნაღდა“, - წერს ცნობილი გამოცემა.

90 Min-ის აზრით, ევრო 2024-ის მთავარი სენსაცია ალბანეთის ნაკრების მიერ იტალიის კარში გატანილი გოლი იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, უსწრაფესი გახლდათ. მეორე ადგილზე რუმინეთის მიერ უკრაინასთან მოპოვებული გამარჯვება გავიდა. მესამეზე - სლოვაკეთის სენსაცია ბელგიასთან, მეოთხეზე - ავსტრიის მიერ D ჯგუფის მოგება, მეექვსეზე - კრიშტიანუ რონალდუს მიერ გაფუჭებული პენალტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაწერილი იყო, რომ ასე უნდა მომხდარიყო“ | რა თქვა დი მარიამ კოპას ფინალის შემდეგ
„დაწერილი იყო, რომ ასე უნდა მომხდარიყო“ | რა თქვა დი მარიამ კოპას ფინალის შემდეგ