კონორ მაკგრეგორი, ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

მაკგრეგორის წარმატებული პროგნოზი | კონორმა ევრო 2024-ის გამარჯვებული გამოიცნო

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე, კონორ მაკგრეგორმა პროგნოზი გააკეთა. ლეგენდარულმა ირლანდიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ესპანეთის ნაკრების ტრიუმფი ივარაუდა.

„კიდევ ერთი მილიონი კომპლექტში! ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო! და ეს ჩემს დაბადების დღეს გააკეთა“, - განაცხადა მაკგრეგორმა X-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ პოსტში.

ცნობისთვის, მაკგრეგორმა „ფურია როხას“ გამარჯვებაზე ფსონის სახით, 83 500 ევრო განათავსა და 1 მილიონი ევრო მოიგო. კონორმა ტურნირის ბომბარდირთან დაკავშირებით, საკუთარი ვარაუდიც გაგვიზიარა და კრიშტიანუ რონალდუს გამარჯვება ივარაუდა, მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში საქართველოს მოუგო. მეოთხედფინალში, „ფურია როხამ“ ტურნირის მასპინძელი, გერმანია დაამარცხა, ნახევარფინალში ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭებმა საფრანგეთს მოუგეს, ფინალში - ინგლისს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბუცი მიქაუტაძეს - ქართველი ფეხბურთელის უდიდესი მიღწევა
ოქროს ბუცი მიქაუტაძეს - ქართველი ფეხბურთელის უდიდესი მიღწევა