ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რა შეთავაზება გაუკეთეს კვარას გერმანიაში | დე ლაურენტისის გეგმები

Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში, „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაიწერა. ნეაპოლურმა გამოცემამ „კვარას“ კონტრაქტთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ გვაუწყა.

Il Mattino-ს ცნობით, „პარტენოპეის“ წარმომადგენლები რამდენიმე კვირის წინ, გერმანიაში იყვნენ და კვარაცხელიას წინადადებით მიმართეს, რომელზეც პასუხი ჯერ არ მიუღიათ. „ნაპოლიმ“ ხვიჩას ხელფასის სახით, ყოველწლიურად, 3.5 მილიონი ევრო შესთავაზა და მზადაა, კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი ჩადოს, რომლის ამოქმედებაც მომდევნო წლის ზაფხულში, უცხოურ კლუბებს შეეძლებათ.

ნეაპოლური გაზეთის მიხედვით, დე ლაურენტისი აპირებს, ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხი უახლოეს დღეებში დახუროს, როცა „პარტენოპეის“ ფეხბურთელები კასტელ დი სანგროში შეკრებას დაიწყებენ. კლუბის პრეზიდენტი „კვარასთან“ შეხვედრას გამართავს და მაქსიმუმს გააკეთებს, რათა გარიგება დახუროს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს გასულ სეზონში, კვარაცხელიამ მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო და 11 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. Whoscored-მა „კვარა“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 10-ჯერ დაასახელა, რაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბუცი მიქაუტაძეს - ქართველი ფეხბურთელის უდიდესი მიღწევა
ოქროს ბუცი მიქაუტაძეს - ქართველი ფეხბურთელის უდიდესი მიღწევა