დაგვიანებული სტარტი, ცრემლები და დამატებითი დრო | არგენტინამ კოპა ამერიკა მოიგო
არგენტინის ეროვნული ნაკრები 2024 წლის კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში, „ალბისელესტე“ კოლუმბიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, შეხვედრის ერთადერთი გოლი კი 112-ე წუთზე ვიხილეთ და მისი ავტორი ლაუტარო მარტინესი გახლავთ.
???? #CopaAmérica
— ???????? Selección Argentina ⭐⭐⭐ (@Argentina) July 15, 2024
????¡¡CAMPEONES OTRA VEZ!!????
La Copa se queda en casa ???????? pic.twitter.com/IrlUCApOCr
კოლუმბიისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით, 04:00-ზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სასტარტო ნიშნულმა 1 საათითა და 23 წუთით გადაიწია. ოფიციალური განცხადების მიხედვით, უბილეთო გულშემატკივრები მატჩზე დასწრებასა და სტადიონზე შესვლას ცდილობდნენ, რამაც სერიოზული არეულობა გამოიწვია. დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ვერაფერს გახდნენ და ვითარება დაიძაბა, რის გამოც, შეხვედრის დაწყება გადაიდო.
„ჰარდ როკ კაფე სთედიუმი“ 65 000 ადამიანს იტევს და ამერიკული გამოცემების ინფორმაციით, ტრიბუნებზე დაახლოებით 7 000 ადამიანით მეტი იმყოფებოდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ ბილეთის მქონე ქომაგები სტადიონზე შესვლასა და თავიანთი ადგილის დაკავებას ვერ ახერხებენ.
Kickoff for the Copa América final has been pushed back to 8:30 ET after fans without tickets tried to enter Hard Rock Stadium in Miami. pic.twitter.com/LceLAFarDr
— ESPN FC (@ESPNFC) July 14, 2024
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ძალიან მძიმე გამოდგა. პირველ ტაიმში, უფრო სახიფათოდ კოლუმბია უტევდა, მაგრამ ემილიანო მარტინესის კარი ვერ აიღო. შეხვედრის 66-ე წუთზე, არგენტინის ნაკრების თავკაცს, ლიონელ სკალონის იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო და მისი შეცვლა გახდა საჭირო. „ლა პულგა“ მომხდარის გამო, განადგურებული იყო და სათადარიგოთა სკამზე ცრემლები ვერ შეიკავა.
Lionel Messi was emotional after subbing off with an injury in the Copa América final ???? pic.twitter.com/K0sM2oXwCW
— ESPN FC (@ESPNFC) July 15, 2024
მეორე ტაიმში გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა - 0:0. პირველმა დამატებითმა დრომ უგოლოდ ჩაიარა, 112-ე წუთზე კი ლაუტაროს ჯერი დადგა. მარტინესმა ჯოვანი ლო ჩელსოს გადაცემით ისარგებლა და საკუთარ გუნდს კოპა ამერიკა მოაგებინა.
„ალბისელესტემ“ ზედიზედ მესამე დიდი სანაკრებო ტურნირი მოიგო. არგენტინის ნაკრები 2021 წლის კოპა ამერიკის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2024 წლის კოპა ამერიკის გამარჯვებულია და ესპანეთის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც ევრო 2008, 2010-ის მსოფლიო და ევრო 2012 მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ მესიმ კარიერაში 45-ე ტიტული მოიგო და ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია.
✅ 2021 Copa América
— B/R Football (@brfootball) July 15, 2024
✅ 2022 World Cup
✅ 2024 Copa América
Argentina have won their last three consecutive major tournaments ???? pic.twitter.com/Kn1NbAoFhl