5 ლელო და გამარჯვება ფიჯისთან - საქართველო იტალიას შეხვდება (U20)
რაგბიში, 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნებმა’’ ფიჯის 40:36 მოუგეს. ქართველი მორაგბეების ანგარიშზე 5 ლელოა: მიხეილ ხახუბია, ტარიელ ბურთიკაშვილი, გიორგი გერგედავა, ნიკა ლომიძე, ლაშა კეშელავა. ასევე, ლუკა ცირეკიძემ სამი ჯარიმა და სამი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
ამ გამარჯვების შემდეგ ლადო კილასონიას გუნდი მე-9 ადგილისთვის მატჩს იტალიის წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია რომ ქართველმა მორაგბეებმა მიმდინარე ტურნირზე იტალიას უკვე მოუგეს, 28:17 დაამარცხეს და ეცდებიან მათ წინააღმდეგ კვლავ წარმატებულად ითამაშონ.
საქართველო-იტალიის მატჩი 19 ივლისს, 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამახური