ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - ალკარასი უიმბლდონის გამარჯვებულია

უიმბლდონი კაცთა ერთეულთა შორის 21 წლის ესპანელის, კარლოს ალკარასის გამარჯვებით დასრულდა. მან ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი სამ სეტში 6:2 6:2, 7:6 (7:4)დაამარცხა. შეხვედრა 2 საათი და 30 წუთი მიმდინარეობდა

პირველ ორ სეტში ესპანელი დიდ უპირატესობას ფლობდა და ორივე სეტი ერთნაირი ანგარიშით ძალიან დამაჯერებლად მოიგო. სერბმა თამაში მესამე სეტში გამოასწორა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც საუკეთესო კვლავ ალკარასი იყო და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.


კარლოს ალკარასმა უიმბლდონი ზედიზედ მეორედ მოიგო. ისევე როგორც წელს, გასული წლის ფინალშიც ნოვაკი დაამარცხა.

ალკარასის კარიერაში მე-4 დიდი სლემის ტიტულია: უიმბლდონი (2), ამერიკის ღია პირველობა, საფრანგეთის ღია პირველობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები