ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

თოფურიას და დვალიშვილის ბრძოლების თარიღი ცნობილია - ESPN-ის კომენტატორის ინფორმაცია

UFC ON ESPN 59-ის მიმდინარეობისას კომენტატორმა ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. UFC 306-ზე ორი ქართველი გამოვა, მერაბ დვალიშვილი შონ ო’მალის დაუპირისპირდება, ილია თოფურია - მაქს ჰოლოუეის. ბრძოლები ლას ვეგასში 15 სექტემბერს ჩატარდება.

ილია თოფურია UFC-ის ქამრის მოქმედი მფლობელია, გასულ ზამთარში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, მან ჰენრი სეხუდო დაამარცხა და ახლა უკვე ტიტულისთვის იჩხუბებს.

19 სექტემბერს, ესპანურ კინოთეატრებში ილია თოფურას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „მატადორის“ პრემიერა გაიმართება, რომელიც ქართველი მებრძოლის საჩემპიონო გზას ეხება. ესპანურმა ტელევიზია Movistar Plus-მა, რომლის დახმარებითაც დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, ფილმიდან ამონარიდი და ილია თოფურიას მცირე კომენტარი გამოაქვეყნა, რომელშიც „მატადორი“ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან შესაძლო რემატჩზე საუბრობს.

ილია თოფურია: „ვოლკანოვსკიმ იცის, რომ ის მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონია. ახლა ძალიან იმედგაცრუებულია და მედიასთან ლაპარაკის მეტი არაფერი შეუძლია. თუ ჩემზე არ ისაუბრებს, მას ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევენ. რომელ ბრძოლაზე ვამბობ უარს? სად? დიახ, მას რემატჩი შევთავაზე, მაგრამ ბოლოს მან ორჯერ საკმაოდ მძიმე ნოკაუტი მიიღო. ბოლო 1 წელში ის საკმაოდ, საკმაოდ საცოდავ ადამიანად გამოიყურებოდა. მან თავი უნდა დაასვენოს, მანევრირების დიდი ადგილი არ აქვს. რა თქვა ვოლკანოვსკიმ? რომ ჩემს ცემას აპირებდა? და რა მოხდა შემდეგ? წააგო“.

მსგავსი სიახლეები