ლიონელ სკალონი
Aa
Aa

სკალონი ფინალის წინ: “ვაცნობიერებთ რა დევს სასწორზე“

კოპა ამერიკის ფინალში არგენტინა კოლუმბიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ალბისელესტეს მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ კომენტარი გააკეთა.

სკალონი:

„ჩვენ ფინალში ვართ და აქ ყველა დეტალს მნიშვნელობა ექნება. ძალიან მინდა გულშემატკივრებს კიდევ ერთი ზეიმი მოვუწყო. ნებისმიერმა გუნდმა, რომელიც ფინალში თამაშობს იცის იმის ფასი, რაც სასწორზე დევს.

დიახ, ეს დი მარიას ბოლო თამაში იქნება ეროვნულ ნაკრებში, თუმცა ჩვენ ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ რა იქნება ნაკრებისთვის სასიკეთო. თუ გუნდს დასჭირდება ის აუცილებლად ითამაშებს და თუ არ ითამაშებს, ესეც გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე.. იმედი მაქვს, ანხელი სანაკრებო კარიერის დასრულებას ბედნიერი შეძლებს.

რაც შეეხება კოლუმბიას, უდავოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს. ურუგვაის დამარცხება ადვილი არ არის. ხამეს როდრიგესი ბრწყინვალე ფორმაშია, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას არ დავუთმობთ. ჩვენ არა ერთ ფეხბურთელს, არამედ მთელს ნაკრებს ვუპირისპირდებით.“

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის ფინალი 15 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 04:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ, ლუკაკუ, ზინჩენკო - ევრო 2024-ის იმედგაცრუებები
რონალდუ, ლუკაკუ, ზინჩენკო - ევრო 2024-ის იმედგაცრუებები