ისევ ესპანეთში ითამაშებს? - პეპეს ლა ლიგის გუნდი ეპატიჟება
როგორც მოგეხსენებათ, პეპემ პორტუ დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია. ვეტერან პორტუგალიელს ნებისმიერ კლუბში შეუძლია გადასვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ის 41 წლის გახლავთ, მაინც მაღალ დონეზე თამაშობს და ევრო 2024-ზე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყოს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, პეპეს ტრანსფერით ლა ლიგის წარმომადგენელი ვიგოს სელტა არის დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაცია Superdeporte-მ გაავრცელა.
ჯერჯერობით უცნობია თავად პორტუგალიელის ინტერესი, თუმცა რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ან რანგით დაბალ ჩემპიონატში თამაში არ სურს.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი უკანახაზელი 2007/2017 წლებში მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა და არაერთი ტიტული მოიგო.