კრიშტიანუს სპეციალური პროგრამით - მბაპესთან პინტუსი იმუშავებს
როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპე მადრიდის რეალთან ერთად წინასასეზონო მომზადებას ჯერჯერობით არ გაივლის, რადგან ევრო 2024-ის ნახევარფინალამდე ითამაშა და დასვენება სჭირდება.
აშკარა იყო, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი კარგ ფორმაში არ იყო და შეიძლება ითქვას ჩემპიონატი ჩააგდო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ესპანური გამოცემა AS საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს. ვიგებთ, რომ კილიანთან ანტონიო პინტუსი ფიზიკურ კონდიციებზე ივარჯიშებს, რომელიც მას კრიშტიანუ რონალდუს პროგრამით მოამზადებს.
წყაროს ცნობით, მსგავსი პროგრამა მბაპეს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში დასაბრუნებლად აუცილებელია.
შეგახსენებთ, რომ კილიანის პრეზენტაცია 16 ივლისს სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე შედგება. ფრანგი სუპერვარსკვლავი სამეფო კლუბში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.