მესი: “შიშის გრძნობა დავკარგე, ფინალისთვის მზად ვარ“
კოპა ამერიკის ფინალში არგენტინა კოლუმბიას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ალბისელესტეს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ მცირე კომენტარი გააკეთა.
რა თქვა მესიმ?
„დისკომფორტი აღარ მაქვს. კანადასთან მატჩში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. განსხვავებული მდგომარეობა იყო ჩილესთან. იმ მატჩში დისკომფორტი მქონდა, შენელებული ვიყავი და ტკივილს განვიცდიდი. კანადასთან კი ყველანაირი შიშის გრძნობა დავკარგე. ფინალისთვის სრულიად მზად ვარ.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კოპა ამერიკაზე ლეო მესიმ 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება კოლუმბიის ნაკრებს, მათ ხამეს როდრიგესი ლიდერობს 1 გოლით და 6 საგოლე გადაცემით.
კოპა ამერიკის ფინალური დაპირისპირება არგენტინასა და კოლუმბიას შორის 15 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 04:00-დან დაიწყება.