ლუის სუარესი
Aa
Aa

სუარესი MVP გახდა - ურუგვაიმ კანადას მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა

კოპა ამერიკა დასასრულს უახლოვდება. დღეს ურუგვაი და კანადა ერთმანეთს მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდნენ. გამარჯვება პენალტების სერიაში ურუგვაიმ მოიპოვა, ძირითადი დრო კი 2:2 დასრულდა.

ანგარიში მე-8 წუთზე როდრიგო ბენტანკურმა გახსნა, რასაც 22-ე წუთზე კონემ უპასუხა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში თანაბარი ბრძოლა გაიმართა და კანადას მოგებამდე რამდენიმე წუთი დააკლდა. მე-80 წუთზე ჯონათან დევიდმა გაისროლა და კანადა დაწინაურდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ლუის სუარესმა წონასწორობა აღადგინა და მატჩი პენალტების სერიაში გადაყვანა.

თერთმეტმეტრიანებში უფრო ზუსტი ურუგვაელები აღმოჩნდნენ და 4:3 გაიმარჯვეს. კანადელთა მხრიდან პენალტები კომომ და დეივისმა ვერ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 37 წლის ლუის სუარესი დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლუის დე ლა ფუენტე: გლადიატორი ვარ, მიყვარს როცა ხალხი ბედნიერია
ლუის დე ლა ფუენტე: გლადიატორი ვარ, მიყვარს როცა ხალხი ბედნიერია