ლუის დე ლა ფუენტე: გლადიატორი ვარ, მიყვარს როცა ხალხი ბედნიერია
ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთის ნაკრების მეტოქე ინგლისია. ფინალის წინ „ფურია როხას’’ მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მედიასთან ისაუბრა.
„მე გლადიატორი ვარ, სტადიონზე ყოფნა მიყვარს და მიყვარს როცა ხალხი ბედნიერია.
ფინალამდე მშვიდად უნდა მივიდეთ. ჩემი გუნდის ფეხბურთელებს ბევრ ფინალში უთამაშია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს აქვს ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაშის გამოცდილება.
უნდა ვიყოთ მშვიდად და ვისიამოვნოთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გუნდი ფინალშია, თამაშს მოუთმენლად ველი.
ფინალში ორი საუკეთესო გუნდი გავიდა. მთავარია ვკონცენტრირდეთ და შეცდომები არ დავუშვათ. განსაკუთრებული მომენტია.
თუ ჩვენ თამაშს ვერ ვაჩვენებთ, ბევრი პრობლემა გვექნება. ჩვენი ძლიერი მხარეები უნდა გამოვიყენოთ, მოგება შეგვიძლია. ჩვენი უპირატესობა ჩვენი სათამაშო სტილი და კარისკენ ხშირი დარტყმებია''.
ესპანეთი-ინგლისის ფინალური დაპირისპირება 14 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება. მატჩი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე'' გაიმართება.