გარეტ საუთგეიტი
Aa
Aa

ზღაპრების არ მჯერა, ოცნებების მჯერა - საუთგეიტი ფინალის წინ

ევრო 2024-ის ფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა ისაუბრა.

გარეტ საუთგეიტი: „ზღაპრების არ მჯერა, მაგრამ მჯერა ოცნების. ჩვენ დიდი ოცნებები გვაქვს, მათ მნიშვნელობას ვგრძნობთ, მაგრამ საჭიროა ისინი რეალობად ვაქციოთ, ყველაფერი ჩვენს ხელშია. გვიან გატანილი გოლები, პენალტების სერია - წარსული თამაშები არ ნიშნავს, რომ ეს ჩვენი მომენტია. ხვალ ეს მოედანზე უნდა გავაკეთოთ. მთავარი თამაშია.

მინდა ჩემი ფეხბურთელები შიშს არ გრძნობდნენ. მსურს თავიანთი თავის საუკეთესო ვერსიები იყვნენ, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ძლიერები ვართ როგორც გუნდი.

ძალიან მძიმე საღამოების გავლა გვიწევს. ინგლისისგან ყოველთვის ბევრს ელიან, მაგრამ წარსულში ხშირად მოლოდინი შესაძლებლობებთან კავშირში არ იყო. მოლოდინი ახლაც დიდია, მაგრამ ჩვენ უკვე სტაბილურად ვთამაშობთ მაღალ დონეზე. ვიცით რომ საფეხბურთო სამყაროს ნამდვილ პატივისცემას მხოლოდ ამ ტიტულის მოგებით დავიმსახურებთ''.

ესპანეთი-ინგლისის ფინალური დაპირისპირება 14 ივლისს, 23:00 საათზე დაიწყება. მატჩი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები