რაფაელ ვარანი, სესკ ფაბრეგასი
Aa
Aa

ვარანი თანხმაა - ფრანგი ფაბრეგასის გაწვრთნილ კომოში ითამაშებს

ფაბრიციო რომანოს ცნობით, რაფაელ ვარანი კარიერას „კომოში’’ გააგრძელებს. მადრიდის „რეალისა’’ და „მანჩესტერ იუნაიტედის’’ ყოფილი მცველი შეუერთდება გუნდს, რომლის მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგსია. „კომო’’ ვარანის გარდა პეპე რეინასა და ალბერტო მორენოს შეუთანხმდა.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ 31 წლის ფრანგ ცენტრალურ მცველს „წითელ ეშმაკებთან’’ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და იტალიურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

2018 წლის მუნდიალის გამარჯვებულმა „სამეფო კლუბთან’’ ერთად ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო (2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18). ასეთი გამოცდილი ფეხბურთელის დამატება იმ გუნდისთვის, რომელიც სერია A-ში გასული სეზონის შედეგების მიხედვით აღზევდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვარანი ფაბრეგასის გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები