გოჩოლეიშვილი არ იყიდება - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელზე
უკრაინულ მედიაში გიორგი გოჩოლეიშვილთან დაკავშირებით დაიწერა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მის მიმართ ინტერსს გერმანული „ჰამბურგი’’ იჩენდა, თუმცა როგორც ჩანს „შახტარი’’ მის გაშვებას არ აპირებს.
უკრაინელმა ჟურნალისტმა მიხაილო სპივაკოვსკიმ გოჩოლეიშვილთან დაკავშირებით შემდეგი რამ თქვა: „მე მათ დავუკავშირდი, ვინც ინფორმაციას უნდა ფლობდეს, ვინც საქმის კურსში უნდა იყოს. მათ თქვეს: არა. გოჩოლეიშვილს არ გაუშვებენ, მიზეზი არ ვიცი. მის პოზიციაზე ვინისიუს ტობიასი მოვიდა. ასევე, ამ პოზიციაზეა კონოპლია. მიუხედავად ამისა, ვნახოთ, ქართული სული ისეთია, რომ შესაძლოა ამ რთული ვითარებიდან გამოვიდეს და კონკურენცია მოიგოს’’.
2023 წლის იანვარში გოჩოლეიშვილი „საბურთალოდან'' „შახტარში'' გადავიდა და მას შემდეგ უკრაინულ კლუბში თამაშობს, ყველა ტურნირის ჩათვლით „შახტარში'' 37 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. 3-დან 1 საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსასთან'' მოგებულ მატჩში ჩაიწერა აქტივში.
გოჩოლეიშვილს „შახტართან'' მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.