ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კონტე: პრეზიდენტი დამპირდა, რომ კვარა გუნდში დარჩება

„ნაპოლის’’ ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს განაცხადებით ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში’’ რჩება. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული კომენტარი პრესკონფერენციაზე გააკეთა:

„პრეზიდენტი დამპირდა, რომ დი ლორენცო და კვარა გუნდში დარჩებიან. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ისინი ჩვენი ახალი პროექტის ნაწილები არიან’’.

ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა. რომანომ „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ „ნაპოლი“ „კვარას“ გაშვებას არ აპირებს.

„პარი სენ-ჟერმენის ოცნება ხვიჩა კვარაცხელია იყო. პარიზელებმა ნიადაგი, როგორც ფეხბურთელთან, ისე კლუბთან მოსინჯეს. ნაპოლი არ დანებდა და მზადაა, ქართველ გარემარბს ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს“, - განაცხადა რომანომ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნაპოლის“ 200 მილიონი ევრო შესთავაზა და კვარაცხელიასა და ოსიმენის გადაბირება სცადა. „პარტენოპეიმ“ ფრანგული გრანდი უარით გაისტუმრა და როგორც იტალიური გამოცემები აღნიშნავენ, ნეაპოლელებისთვის ქართველი ფეხბურთელი ხელშეუხებელია.

ოსიმენთან მიმართებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ოღონდ, განცალკევებულ გარიგებაზეა საუბარი. ვიქტორის მომავალი ბურუსითაა მოცული. „ნაპოლი“ მის გასაშვებად მზადაა, მაგრამ 130-მა მილიონმა ევრომ, რომელსაც ნეაპოლელები ითხოვენ და ოსიმენის 10-მილიონიანმა ხელფასმა მისი მოყვარულები დააფრთხო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები