ბორჯღალოსნები
Aa
Aa

სამოას და იაპონიას გავუსწრებთ - ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდებიან

„ბორჯღალოსნებმა’’ იაპონიასთან გამარჯვებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, Tier1-ის ნაკრები მესამედ დაამარცხეს და როცა ახალი რეიტინგი გამოქვეყნდება, მსოფლიოში მე-12 ადგილზე იქნებიან.

იაპონიასთან მატჩამდე, ფიჯისთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-14 პოზიციაზე 72.95 ქულით იყო, რეიტინგში ახლაც ასეა, თუმცა იაპონიასთან გამარჯვება რეიტინგზე პოზიტიურად აისახება, „ბორჯღალოსნებს’’ +1,41 ქულა დაემატებათ და ცოცხალ რეიტინგში 74,36 ქულით მე-12 ადგილზე აღზევდებიან. სამოას (73,45, მე-13) და იაპონიას (72,63 ქულა, მე-14 ადგილი) გავუსწრებთ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა Tier1-ის ნაკრები პირველად 2022 წელს დაამარცხა, ბათუმში იტალიას მოუგო (28:19), მეორედ კი უელსს სტუმრად სძლია (12:13). 

საქართველოს ნაკრები მესამე ტესტ მატჩს 20 ივლისს სიდნეიში ავსტრალიასთან გამართავს.

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები