ლაშა დვალი
Aa
Aa

აპოელ-ს დვალის შენარჩუნება სურს - მუშაობა დაწყებულია

კვიპროსული Protathlima-ს ცნობით, კვიპროსის ჩემპიონი აპოელ-ი ლაშა დვალთან კონტრაქტის განახლებას გეგმავს. კლუბს ქართველი მცველის გაშვება არ სურს, აპოელ-ი კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს. გასულ კვირაში კვიპროსულ მედიაზე დაყრდნობით ვწერდით, რომ აპოელ-ის მმართველი პროდრომოს პეტრიდისი გეგმავდა, რომ ლაშასთვის ახალი კონტრაქტი შეეთავაზებინა, ცხადია გაუმჯობესებული პირობებით.

ლაშა დვალი 2022 წლის ზაფხულიდან აპოელ-ის ფეხბურთელია, გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონი გახდა, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 31 მაისამდე აკავშირებს.

იაპონელი „ინსაიდერის’’, მარკო მოლას ინფორმაციით, იაპონური „ურავა რედ დაიმონდსი’’ 29 წლის ცენტრალური მცველით, ლაშა დვალით დაინტერესებული იყო, თუმცა ამ ინტერესს გაგრძელება არ მოჰყოლია.

ლაშამ, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები „ფერენცვაროშში'' გაატარა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, ევრო 2024-ზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და ლოგიკური იყო, რომ აპოელ-ისთვის მისი შენარჩუნება კონტრაქტის განახლების გარეშე არ გამოვიდოდა. გასულ სეზონში, როცა აპოელ-ი კვიპროსის ჩემპიონი გახდა, ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 34 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები