ლამინ იამალი
Aa
Aa

იამალი: “ხალხისგან უდიდესი სიყვარული მივიღე“

ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ფურია როხას ამომავალმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

იამალი:

„დარტყმის მომენტში ვიცოდი, რომ გოლი გავიდოდა. ამას ვგრძნობდი. საფრანგეთთან გატანილ გოლს იმდენჯერ ვუყურე, რომ თითქოს მე არ გამიტანია. ხალხისგან უდიდესი სიყვარული ვიგრძენი.

ფინალამდე ჩემს მშობლებზე ვფიქრობ. ისინი ჩემს გამო ხშირად დატანჯულან, მაგრამ ყოველთვის გვერდში მედგნენ. ბავშვობაში მატჩებზე დავდიოდი და წარმოვიდგენდი მე როგორ ვიტანდი სხვა ნაკრებების კარში გოლებს. საფრანგეთის დამარცხებისას წარმოვიდგინე, თუ როგორი ბედნიერები იყვნენ ჩემი მშობლები.

მატჩის დასრულების შემდეგ, როდესაც სასტუმროში მივედით, ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი სახლის წინ ნამდვილი საოცრება ხდებოდა. ქუჩა სავსე იყო და ხალხი ჩემს სახელს სკანდირებდა.“

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა. ერთ-ერთი გოლი სწორედ ლამინ იამალმა გაიტანა. რაც შეეხება ინგლისს, სამმა ლომმა ნიდერლანდებს მოუგო. ფინალური დაპირისპირება 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ესპანეთი ამ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია“ - უოტკინსი ფინალის წინ
“ესპანეთი ამ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია“ - უოტკინსი ფინალის წინ