დანი ოლმო
Aa
Aa

ოლმო: “დე ლა ფუენტეს იდეები გონებაში გვაქვს ჩაბეჭდილი“

ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთი საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ფურია როხას შემტევმა დანი ოლმომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ოლმომ?

„მე და დე ლა ფუენტეს დიდი ხანია ურთიერთობა გვაქვს. მქონდა პატივი მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდულ გუნდში და ოლიმპიადაზე მეასპარეზა. ასევე აქ არიან ფეხბურთელები, რომლებიც 21 და 18-წლამდე ნაკრებებში თამაშობდნენ.

ლუისთან ერთად ამ გზის გავლა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რას ითხოვს ის ჩვენგან. ჩვენს გონებაში მისი საფეხბურთო იდეები ჩაგვებეჭდა. ეს ფეხბურთის განსხვავებული დონეა, მაგრამ მისი იდეები და კავშირი ჩვენთან იგივეა.

ინგლისში ფინალში დამსახურებულად გავიდა. წინა ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც იყვნენ, თუმცა პენალტების სერიაში დამარცხდნენ. რა თქმა უნდა, ინგლისის ნაკრები დროთა განმავლობაში უმჯობესდება და შედეგიც სახეზეა. არასდროს არის ადვილი ასეთი დიდი ტურნირის ფინალში გასვლა“

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა. ერთ-ერთი გოლი კი სწორედ დანი ოლმომ გაიტანა. რაც შეეხება ინგლისს, სამმა ლომმა ნიდერლანდებს მოუგო. ფინალური დაპირისპირება 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები