საქართველოს რაგბის ნაკრები
Aa
Aa

ტესტ მატჩი | საქართველომ იაპონია დაამარცხა

რაგბში საქართველომ მორიგი ტესტ მატჩი სენდაიში იაპონიის წინააღმდეგ გამართა და უმძიმეს ბრძოლაში 25:23 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ, ბორჯღალოსნები 18:13-ს იგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში იაპონელები გააქტიურდნენ და წინ გავიდნენ.

ანგარიში მე-3 წუთზე იაპონიამ გახსნა. ნაიკაბულამ ლელო დადო შემდეგ ამას ზუსტი გარდასახვა მოყვა. მე-9 და მე-12 წუთებზე მატკავამ საჯარიმო დარტყმები ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმალური გახდა.

5 წუთში სუნგ-სინმა საჯარიმო დარტყმა გაიტანა, ხოლო მე-20 წუთზე კაკაბაძემ ლელო დადო. სუნგ-სინმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, რასაც ალანიას ლელო და მატკავას ზუსტი გარდასახვა მოყვა.

მეორე ტაიმის 56-ე წუთზე სუნგ-სინმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად. 64-ე წუთზე ოსადამ ლელო დადო და სუნგ-სინმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მატჩის მიწურულს, ბორჯღალოსნებმა გაიბრძოლეს, ჯავახიამ ლელო დადო და მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. საბოლოოდ კი ბორჯღალოსნებმა ურთულესი მოწინააღმდეგე დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SPORT: “ევროპის ჩემპიონატის სენსაციას ახალი კლუბი ჰყავს“
SPORT: “ევროპის ჩემპიონატის სენსაციას ახალი კლუბი ჰყავს“