“ესპანეთი ამ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია“ - უოტკინსი ფინალის წინ
ევრო 2024-ის მოახლოებულ ფინალთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ოლი უოტკინსმა ისაუბრა.
უოტკინსი:
„ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, სწრაფად დავბრუნდით ავტობუსში. ახლა ფინალზე ვართ ორიენტირებული. აქამდე მოსასვლელად ბევრი ვიმუშავეთ და ახლა მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. ფინალში დამსახურებულად გავედით. მომწერა, თუ არა ემერიმ გოლზე? მისი ნომერიც კი არ მაქვს.
სად ვიყავი 16 წლის ასაკში, როგორც ახლა ლამინ იამალია? რა თქმა უნდა, ევრო 2024-ის ფინალისთვის არ ვემზადებოდი. მას წარმოუდგენელი ნიჭი აქვს. მან უნდა იცოდეს, როგორ გაუმკლავდეს ზეწოლას. აუცილებლად უნდა ჰყავდეს გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებიც კონცენტრაციაში დაეხმარებიან. ამ ფორმაციის ესპანეთის ნაკრებში როდრი მთავარი მოთამაშეა, მან ეს მანჩესტერ სიტიშიც დაამტკიცა. თამაშს ის აკონტროლებს. უნდა ვეცადოთ, რომ მან ბურთი ხშირად არ მიიღოს.
ესპანეთი ძალიან ძლიერია. მძიმე მატჩები გაიარეს იტალიასთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან. როგორც ჩვენმა მწვრთნელმა თქვა, ესპანეთი ამ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია. წინ საინტერესო მატჩი გველის.“
შეგახსენებთ, რომ ოლი უოტკინსი ნიდერლანდებთან მატჩში გადამწყვეტი ფეხბურთელი აღმოჩნდა. ის ცვლილებაზე გამოვიდა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ფინალური დაპირისპირება 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.