მონაკო, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო: “მიქაუტაძე მონაკოში დღეს გაფრინდება და კონტრაქტს გააფორმებს“

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით განახლებულ სიახლეს გვთავაზობს.

მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი დღეს მონაკოში ჩაფრინდება ყველა ოფიციალური საკითხი მოგვარდება.

გარიგება შეთანხმებულია. ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაჯდა, რასაც ბონუსის სახით 4 მილიონი ევრო დაემატება. მიუხედავად სხვა ქვეყნის გუნდების ინტერესისა, მონაკო ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ მიქაუტაძე მათი ფეხბურთელი გახდებოდა.

2 კვირის წინ შეთანხმებული პირადი დეტალები და დოკუმენტები დღეს ოფიციალურად გაფორმდება.

შეგახსენებთ, მიქაუტაძემ 2023/24 წლების სეზონი „მეცში“ დაიწყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კი „აიაქსში“ გადავიდა. ამსტერდამულ კლუბში მან თავი ვერ გამოიჩინა, რის შემდეგაც „მეცში“ დაბრუნდა და ფრანგულმა კლუბმა მისი კონტრაქტი 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“გულდაწყვეტილები ვართ“ - ანტმანის და პასიკაშვილის კომენტარები
“გულდაწყვეტილები ვართ“ - ანტმანის და პასიკაშვილის კომენტარები