საუთგეიტი: “ჩემი მოვალეობა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა“
ევრო 2024-ის ფინალში ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, სამი ლომის მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი „ტელეგრაფს“ ესაუბრა.
საუთგეიტი:
„იმდენად მინდა მოგება, რომ შინაგანად რაღაც მტკივა. არ მიწყინოთ, ძალიან აღელვებული და აღტაცებული ვარ, თუმცა ჩემი ეს მდგომარეობა ადეკვატურობას არ მაკარგვინებს. როგორც ყველა, მეც ინგლისის გულშემატკივარი ვარ და ფინალში გასვლამ ჩემში დიდი ემოციები გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, ჩემი საქმე გუნდის გაწვრთნაა და არა გულშემატკივრობა. ყველაფერს გვერდიდან ვუყურებ და ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ჩემი მოვალეობა ასევე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა.
სრულიად ვიაზრებ, რომ აქ გამარჯვება ბევრ რამეს შეცვლის, მათ შორის ინგლისური ფეხბურთის ისტორიას. ნდობას ვგრძნობ. ასე რომ არ იყოს, ეროვნულ ნაკრებში ამდენი ხანი არავინ გამაჩერებდა.“
შეგახსენებთ, რომ საუთგეიტმა ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ გაიყვანა. წინა შემთხვევაში სამი ლომი საკუთარ კედლებში იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
ესპანეთისა და ინგლისის ფინალური დაპირისპირება 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.