მონაკო, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

SPORT: “ევროპის ჩემპიონატის სენსაციას ახალი კლუბი ჰყავს“

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი მიქაუტაძე მომავალი სეზონიდან მონაკოში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ავტორიტეტული გამოცემა SPORT ეხმიანება და სტატიას აქვეყნებს.

რას წერს SPORT?

„ევროპის ჩემპიონატის სენსაციას ახალი კლუბი ჰყავს. საუბარი გიორგი მიქაუტაძეზე გვაქვს, რომელმაც ევრო 2024 ბრწყინვალედ ჩაატარა. ის საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა.

მიქაუტაძემ 3 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც ევროპული გუნდების ინტერესი გამოიწვია. ცნობილია, რომ გიორგი მონაკოში გადასვლის ზღვარზეა. ეს კი მან ნამდვილად დაიმსახურა.“

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის ტრანსფერით რომაც ინტერესდებოდა და აქტიურადაც მუშაობდა, თუმცა ქართველმა თავდამსხმელმა საფრანგეთში დარჩენა არჩია და მონაკოში გადადის. ფრანგულ გუნდს მისი ტრანსფერი 20 მილიონი ევრო უჯდება და ამას ბონუსებიც დაემატება.  

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატის ფინალი | როგორია Opta-ს პროგნოზი
ევროპის ჩემპიონატის ფინალი | როგორია Opta-ს პროგნოზი