ლაშა გობაძე, რამაზ ზოიძე, რობერტ კობლიაშვილი
Aa
Aa

სამი ფალავნით პარიზში | ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა

2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ღირსებას 3 სპორტსმენი დაიცავს. ოქროს მედლისთვის რამაზ ზოიძე (67 კგ.), ლაშა გობაძე (87კგ.) და რობერტ კობლიაშვილი (97კგ.) იბრძოლებენ.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფავორიტი კუბელი მოჭიდავე, ლუის ორტა გახლავთ, რომელიც მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონია. პარიზში ვიხილავთ ჰასრატ ჯაფაროვსაც. იგი აზერბაიჯანელი ფალავანია და ევროპის ორგზის ჩემპიონია (2023, 2024 წლები).

87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გობაძის მთავარი კონკურენტები თურქი ალი ჯენგიზი და უნგრელი დავიდ ლოსონჩი არიან, ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით კი უკრაინელი ჟან ბელენიუკი იასპარეზებს. საინტერესოა, რომ ჯენგიზი და ლოსონჩი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები არიან. მათი ფინალისას, მსაჯებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, რის შემდეგაც საერთაშორისო ჭიდაობის ფედერაციამ გადაწყვიტა, ოქროს მედალი ორივე მათგანისთვის გადაეცა.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფავორიტის სტატუსით ხალიჩაზე სომეხ არტურ ალექსანიანს ვიხილავთ. იგი 32 წლისაა, ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის მედალი მოუპოვებია, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია და ევროპის ჩემპიონი 7-ჯერ გახდა.

ცნობისთვის, პარიზში, თავისუფალ და ბერძნაულ-რომაულ ჭიდაობაში მედლები 5-დან 11 აგვისტოს ჩათვლით გათამაშებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული ოპერაცია, ვალენსიას პოზიცია მკაფიოა“ | რას წერს Marca მამარდას მომავალზე
„რთული ოპერაცია, ვალენსიას პოზიცია მკაფიოა“ | რას წერს Marca მამარდას მომავალზე