ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

გამარჯვება 3 სეტში | ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალშია და ალკარასს შეხვდება

ნოვაკ ჯოკოვიჩი „უიმბლდონის“ ფინალში გავიდა და კარლოს ალკარასს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში, სერბი ჩოგბურთელის მეტოქე ლორენცო მუზეტი გახლდათ და „ნოლემ“ 2 საათსა და 48 წუთში იმარჯვა - 6:4, 7:6(2), 6:4.

„ლონდონში უიმბლდონის დაწყებამდე 8 დღით ადრე ჩამოვედი და არ ვიცოდი, ვითამაშებდი თუ არა. ჩემი გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა წილისყრის ჩატარებამდე. რამდენიმე სავარჯიშო სეტი და ამხანაგური მატჩი ჩავატარე და მათ აჩვენეს, რომ საკმარისად კარგ ფორმაში ვიყავი, რათა უიმბლდონზე მეთამაშა.

ტურნირის დაწყებამდე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ არ ვითამაშებდი თუ არ ვიგრძნობდი, რომ შორს გასვლა შემიძლია. ყოველთვის ასეთი დამოკიდებულებით ვარ და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელიც დამეხმარა, იმ მდგომარეობისთვის მიმეღწია, რომელშიც ახლა ვარ“.

ცნობისთვის, ჯოკოვიჩმა „უიმბლდონზე“ 97-ე თამაში მოიგო და მასზე მეტი გამარჯვება მხოლოდ როჯერ ფედერერს აქვს. „ნოლე“ ფინალში მეათედ გავიდა და 25-ე დიდი სლემის მოგებას შეეცდება. ალკარასი მას მეექვსედ ხვდება და გასული წლის „უიმბლდონის“ ფინალში, ჯოკოვიჩი სწორედ ესპანელმა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საჩემპიონო ქამარს ვერასდროს მისწვდები“ | ომალიმ დვალიშვილს დასცინა
„საჩემპიონო ქამარს ვერასდროს მისწვდები“ | ომალიმ დვალიშვილს დასცინა