მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

ზვიგენის ნაცვლად მერაბის შეეშინდათ | მანქანამ ომალისა და პოლის ვიდეო დაამონტაჟა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, შონ ომალის უპასუხა. „მანქანამ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „შუგასა“ და ჯეიკ პოლის ვიდეოს გამოეხმაურა.

ახლახან, ომალიმ და პოლმა კომპანია დააარსეს, რომელიც მამაკაცებისთვის სხეულის მოვლის საშუალებებს აწარმოებს. სამი დღის წინ, პოლის Tiktok-ის გვერდზე, გავრცელდა ვიდეო, რომლითაც მან და „შუგამ“ თავიანთი კომპანია გაარეკლამეს. ვიდეოში პოლი და ომალი გასაბერი ნავებით, წყალში იმყოფებიან და უეცრად ზვიგენს დაინახავენ, რომელსაც ჯერ გაურბიან, შემდეგ კი საკუთარ პროდუქტს სთავაზობენ.

მერაბმა აღნიშნული ვიდეო ისე დაამონტაჟა, რომ ზვიგენის ნაცვლად, წყალში თავად აღმოჩნდა, პლატფორმას კი, რომლიდანაც ნახტომი განახორციელა, ეწერა: „ფრთხილად, მერაბის ზონაა“. დვალიშვილის ნახტომის შემდეგ, შეშინებული ომალი და პოლი მისგან გაქცევას ცდილობენ, „მანქანა“ კი ამბობს, რომ როგორც იქნა, მოვიდა დრო, როცა ომალი ვეღარ დაუძვრება.

შეგახსენებთ, რომ „ომალის“ მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით, „მანქანა“ იქნება. ომალის ლას-ვეგასში მდებარე „სფეროში“ სურს ჩხუბი და აღნიშნულ არენაზე UFC-ს ორი ღონისძიება აქვს ჩანიშნული. ერთი სექტემბერში, მეორე - დეკემბერში და ომალი ორივე ვარიანტისთვის მზადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატის ფინალი | როგორია Opta-ს პროგნოზი
ევროპის ჩემპიონატის ფინალი | როგორია Opta-ს პროგნოზი