„საჩემპიონო ქამარს ვერასდროს მისწვდები“ | ომალიმ დვალიშვილს დასცინა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილს დასცინა. „შუგამ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, დვალიშვილის გარეგნობის მქონე თოჯინა გამოიყენა და აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ „მანქანა“ მასზე დაბალია.
View this post on Instagram
ვიდეოს დასაწყისში, დვალიშვილის თოჯინა სამზარეულოში დგას და რაღაცის ჩამოღება უნდა, მაგრამ ვერ სწვდება და ომალი მას დახმარებას სთავაზობს: „რაღაცის ჩამოღება გინდა? არაა პრობლემა, დაგეხმარები და ჩამოგიღებ“, - ამბობს ომალი.
სამზარეულოდან მერაბის თოჯინამ ოთახში გადაინაცვლა და ამჯერად, შუქის ჩამრთველს ვერ სწვდება: „მოვალ და შუქს ჩაგიქრობ“.
მომდევნო სცენა UFC-ის საჩემპიონო ქამარს უკავშირდება, რომელიც ომალის მაღალ თაროზე უდევს და დვალიშვილს მიმართავს სიტყვებით, რომ მას ვერასდროს მისწვდება, თუმცა, შეუძლია, მცდელობები მომავალშიც გააგრძელოს.
ვიდეოს ბოლოს ომალიმ საკუთარი კომპანია გაარეკლამა, რომელიც მამაკაცის სხეულის მოვლის საშუალებებს აწარმოებს. შონს დვალიშვილის თოჯინას სუნი არ მოეწონა და მას საკუთარი ბრენდის, W-ის დეოდორანტი დაასხა.
შეგახსენებთ, რომ უდიდესი ალბათობით, დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის იქნება და შონ ომალის დაუპირისპირდება. იწერება, რომ ეს ჩხუბი სექტემბერში გაიმართება, მაგრამ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.