მედვედევი 4 სეტში დაამარცხა | კარლოს ალკარასი უიმბლდონის ფინალშია
კარლოს ალკარასი „უიმბლდონის“ ფინალში გავიდა. ნახევარფინალში, ესპანელი ჩოგბურთელის მეტოქე დანიილ მედვედევი გახლდათ. ალკარასისა და მედვედევის დაპირისპირება 2 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა და „კარლიტოსმა“ 4 სეტში იმარჯვა - 6:7 (1:7), 6:3, 6:4, 6:4.
The title defence rolls on ????
— Wimbledon (@Wimbledon) July 12, 2024
Carlos Alcaraz defeats Daniil Medvedev 6-7(1), 6-3, 6-4, 6-4#Wimbledon pic.twitter.com/gPS9G6sDaa
პირველი სეტი მედვედევს დარჩა, რომელმაც ტაიბრეიკზე ბრწყინვალედ იასპარეზა, 7:1 მოიგო და 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაში, 2:1-ზე, ალკარასმა ბრეიკი შეასრულა, უპირატესობა შეინარჩუნა და წონასწორობა აღადგინა - 6:3, 1:1 სეტებში.
მესამე სეტში, 1:1-ზე, ესპანელმა ჩოგბურთელმა კიდევ ერთი ბრეიკპოინტი გამოიყენა, მედვედევისთვის უკუბრეიკის აღების შანსი არ მიუცია და პარტია 6:4 მოიგო. მეოთხე სეტი ალკარასის ბრეიკპოინტით გაიხსნა, მაგრამ მედვედევმა უკუბრეიკი შემოგვთავაზა და ანგარიში გაათანაბრა. 3:3-ზე, ალკარასმა მეტოქის მოწოდება კიდევ ერთხელ აიღო და საქმე ბოლომდე მიიყვანა.
21-year-old Carlos Alcaraz and defending Gentlemen's #Wimbledon champion is heading to his fourth major final appearance ???? pic.twitter.com/crkU0TrPOK
— ESPN (@espn) July 12, 2024
ალკარასი უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონია და მისი მეტოქის ვინაობა უახლოეს საათებში გაირკვევა. „კარლიტოსი“ რაფაელ ნადალის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომელიც ერთ სეზონში, როგორც „უიმბლდონის“ ისე „როლან გაროსის“ ფინალში გავიდა. ალკარასი 21 წლისა და 68 დღისაა, ნადალმა იგივე 20 წლისა და 30 დღის ასაკში გააკეთა.