ევროპის ჩემპიონატის ფინალი | როგორია Opta-ს პროგნოზი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატის ფინალი | როგორია Opta-ს პროგნოზი

14 ივლისს, თბილისის დროით, 23:00-ზე, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა დაიწყება. ინგლისის ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და „სამი ლომი“ ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდეს.

ცნობილი სტატისტიკური სააგენტო, Opta ფინალის ფავორიტად „ფურია როხას“ ასახელებს. Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, 40.5 პროცენტია იმის შანსი, რომ ლუის დე ლა ფუენტეს ბიჭები საქმეს 90 წუთში მოამთავრებენ. ინგლისს, ძირითად დროში გამარჯვების 29-პროცენტიანი შანსი აქვს.

Opta-ს სუპერკომპიუტერის ვარაუდით, 30.5 პროცენტია იმის ალბათობა, რომ შეხვედრა დამატებით დროში გადავა. დამატებითი დროისა და პენალტების სერიის გათვალისწინებით, „ფურია როხას“ ჩემპიონობის შანსი 60.4 პროცენტია, ინგლისის - 39.6.

შეგახსენებთ, რომ ინგლისმა ნახევარფინალში ნიდერლანდებს 2:1 სძლია. ესპანეთმა საფრანგეთს ასევე 2:1 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული ოპერაცია, ვალენსიას პოზიცია მკაფიოა“ | რას წერს Marca მამარდას მომავალზე
„რთული ოპერაცია, ვალენსიას პოზიცია მკაფიოა“ | რას წერს Marca მამარდას მომავალზე