ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„პარი სენ-ჟერმენის ოცნება კვარაცხელია იყო“ | ფაბრიციო რომანო ქართველ ფეხბურთელზე

ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა. რომანომ „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ „ნაპოლი“ „კვარას“ გაშვებას არ აპირებს.

„პარი სენ-ჟერმენის ოცნება ხვიჩა კვარაცხელია იყო. პარიზელებმა ნიადაგი, როგორც ფეხბურთელთან, ისე კლუბთან მოსინჯეს. ნაპოლი არ დანებდა და მზადაა, ქართველ გარემარბს ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს“, - განაცხადა რომანომ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ „ნაპოლის“ 200 მილიონი ევრო შესთავაზა და კვარაცხელიასა და ოსიმენის გადაბირება სცადა. „პარტენოპეიმ“ ფრანგული გრანდი უარით გაისტუმრა და როგორც იტალიური გამოცემები აღნიშნავენ, ნეაპოლელებისთვის ქართველი ფეხბურთელი ხელშეუხებელია.

ოსიმენთან მიმართებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ოღონდ, განცალკევებულ გარიგებაზეა საუბარი. ვიქტორის მომავალი ბურუსითაა მოცული. „ნაპოლი“ მის გასაშვებად მზადაა, მაგრამ 130-მა მილიონმა ევრომ, რომელსაც ნეაპოლელები ითხოვენ და ოსიმენის 10-მილიონიანმა ხელფასმა მისი მოყვარულები დააფრთხო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული ოპერაცია, ვალენსიას პოზიცია მკაფიოა“ | რას წერს Marca მამარდას მომავალზე
„რთული ოპერაცია, ვალენსიას პოზიცია მკაფიოა“ | რას წერს Marca მამარდას მომავალზე