გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მაგარი ამბავი: შესაძლოა, მიქაუტაძემ ოქროს ბუცი მოიგოს

UEFA-ს გადაწყვეტილებით ევრო 2024-ის ოქროს ბუცს თანაბარი გოლების რაოდენობის შემთხვევაში ყველა მოთამაშე მიიღებს.

ამ ეტაპზე პირველ ადგილზე ექვსი მოთამაშეა, თითოეულის აქტივში 3 გოლია: კოდი გაკპო, ჰარი კეინი, გიორგი მიქაუტაძე, ჯამალ მუსიალა, დანი ოლმო, ივან შრანცი.

გამომდინარე იქიდან, რომ გაკპო, მუსიალა და შრანცი ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობნენ, თუ ფინალში კეინი ან ოლმო გოლს ვერ გაიტანენ, ოქროს ბუცს ქართველი ფორვარდიც მიიღებს. 

აქამდე ცნობილი იყო, რომ თანაბარი გოლების შემთხვევაში მნიშვნელობა საგოლე პასებს მიენიჭებოდა, თუმცა UEFA-ს ახალი წესის მიხედვით საგოლე გადაცემებს მნიშვნელობა აღარ აქვს.

გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ზე ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში გაიტანა. მან თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიას შეუგდო. პლუს, პორტუგალიასთან საგოლე პასიც შეასრულა. 1/8-ფინალში ესპანეთთან გოლი არ გაუტანია, თუმცა საქართველოს ნაკრების ერთადერთი გოლისას კონტრშეტევა მისი კარგი თამაშითა და გადაცემით განვითარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები