„ფენომენალური მოთამაშეა“ | სანიოლის ასისტენტმა კვარასა და ნაკრებზე ისაუბრა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი, დევიდ უები Talksport-ს ესაუბრა. უებმა ევრო 2024-ზე, „ჯვაროსნების“ მიერ ნაჩვენებ თამაშსა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
„ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრებს არავინ იცნობდა და ტურნირს შიშის გარეშე შევხვდით. თითოეულ თამაშს ინდივიდუალურად მივუდექით, სიმამაცე გამოვიჩინეთ და არ გვინდოდა, მთელი მატჩის განმავლობაში, დაცვაში ვყოფილიყავით და დავლოდებოდით, რა მოხდებოდა. შეტევებზე გადავდიოდით და დასაკარგი არაფერი გვქონდა. გუნდში საოცარი სულისკვეთება სუფევდა და ჩვენი მენტალიტეტი შეტევაზე იყო ორიენტირებული.
კვარაცხელია? ხვიჩას რაც შეეხება, ის ჩვენს გუნდს იდეალურად ერგება და მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება სწორედ ესაა. კვარა თავმდაბალი ადამიანია, მაგრამ ფიცხი დამოკიდებულებით გამოირჩევა და აქვს თავდადება, რომ წარმატებას მიაღწიოს. დარწმუნებული ვარ, მას საოცარი კარიერა ექნება.
ნაპოლის, მისი სახით, ფენომენალური ფეხბურთელი ჰყავს. ის ტოპ კლასის მოთამაშეა და თავისუფლად მოერგება პრემიერ ლიგის ნებისმიერ გუნდს, რომელიც სწრაფ და შემტევ ფეხბურთს მისდევს. მჯერა, კვარაცხელია ნებისმიერი გუნდისთვის იდეალური შენაძენი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გადაბირებით „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდება. პარიზელებმა „ნაპოლის“ წინადადებითაც მიმართეს და „კვარასა“ და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს ჩამოვიდნენ, მაგრამ უარი მიიღეს.