პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ სტილში 4 ქართველი იჭიდავებს
2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს სახელით 4 მოჭიდავე გამოვა. ესენი არიან: გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ.), გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.). ინფორმაცია ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ დაადასტურა.
გოდერძი ძებისაშვილის წონაში გამორჩეული მოჭიდავეები სომეხი ევროპის ჩემპიონი ვაზგენ ტევანიანია და ირანელი მსოფლიო ჩემპიონი რაჰმან ამუზადი არიან.
86 კილოგრან წონით კატეგორიაში გამყრელიძეს მეტოქე შესაძლოა ჰასან იაზდანი იყო. ირანელი სპორტსმენი რიოში გამართული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია და ასევე მას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ აქვს მოპოვებული.
გივი მაჭარაშვილის წონაში კი გამორჩეული მოჭიდავე კაილ სნაიდერია . ამერიკელი ფალავანი 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ასევე გამოსარჩევია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი რუსი ახმედ ტაჟუდინოვი,რომელიც ბაჰრეინის სახელით გამოდის.
125 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილის შესაძლო მეტოქე თურქი ტაჰა აკგულია. აღნიშნულ წონაში გენოსა და ტაჰას დაპირისპირება არაერთხელ შედგა და ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.
შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილმა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე რიო დე ჟანეიროში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წამზე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
შეგახსენებთ, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება.