კონფერენს ლიგა: დინამო მინიმალური სხვაობით დამარცხდა და შანსს ინარჩუნებს
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში თბილისის „დინამო“ მონტენეგროში „მორნარის“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
„დინამომ“ პირველი ტაიმი ცუდად ჩაატარა და 0:2 დამარცხდა. თბილისელები დაცვაში სუსტად გამოიყურებოდნენ.
„დინამოს“ გატანა და ანგარიშის შემცირება შეეძლო, თუმცა სხირტლაძემ ხელსაყრელი სიტუაციიდან პასი არ გააკეთა და კარგი მომენტი ხელიდან გაუშვა.
საბოლოოდ, შეხვედრაში მნიშვნელოვანი მომენტი 84-ე წუთზე იყო, როცა არბიტრმა მოედნიდან სერატლიჩი გააძევა, რომელმაც ხვადაგიანის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა.
ამის შემდეგ, „დინამომ“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. შეხვედრას 5 წუთი დაემატა. 94-ე წუთზე კი ნიკოლოზ უგრეხელიძემ კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა.
ამრიგად, „დინამოს“ ერთი კვირის შემდეგ კარგი შანსი ექნება, რომ თბილისში „მორნარი“ დაამარცხოს და მეორე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვოს.