ვან დაიკი: მატჩის შემდეგ პრესასთან მსაჯებმაც უნდა ისაუბრონ
ვირჯილ ვან დაიკმა მოუწოდა მსაჯებს საჯაროდ განმარტონ თავიანთი გადაწყვეტილებები.
ვირჯილი თვლის, რომ დუმფრისისა და კეინის ეპიზოდში დარღვევა არ იყო და არბიტრმა თავისი გადაწყვეტილება მატჩის შემდეგ პრესასთან უნდა ახსნას.
„არ ვიცი, რამე უნდა ვთქვა თუ არა ამის შესახებ - ეს უკვე ვთქვი ნიდერლანდურ მედიასთან. თამაშის შემდეგ მსაჯმა ძალიან სწრაფად დატოვა მოედანი - ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია. მისი ხელის ჩამორთმევის დროც არ მქონდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა - თამაში დასრულდა, ჩვენ წავაგეთ.
გარკვეულ მომენტებში აშკარა იყო, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ძნელია ამის მიღება. რთული წელი იყო. დიდი ოცნება გვქონდა და ვგრძნობდით, რომ შეგვეძლო მისი ასრულება.
არბიტრები აგრძელებენ გარკვეულ საკითხებზე გავლენის მოხდენას, მცირე ცვლილებებს, რამაც შეიძლება საბოლოო შედეგში დიდი განსხვავება გამოიწვიოს. შეიძლება კარგი იდეა იყოს მათთვისაც პასუხისმგებლობის დაკისრება.
არბიტრები არ მოდიან აქ სალაპარაკოდ და საკუთარი გადაწყვეტილებების ასახსნელად, როგორც ჩვენ ვიქცევით, თუ რამეს არასწორად გავაკეთებთ. ალბათ ამაში არის რაღაც. მაგრამ მე არ უნდა ვისაუბრო სხვებზე - პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებო“,
- განაცხადა ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა beIN Sports-თან ინტერვიუში.