მიქაუტაძემ მონაკოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა.
რომანოს თქმით, მიქაუტაძე „მონაკოს“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა და მალე გარიგება დაიხურება.
„მონაკო გიორგი მიქაუტაძის გაფორმებას უახლოვდება. დეტალები ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ ქართველი თავდამსხმელის გრძელვადიან პროექტში შესვლა გარდაუვალია.
ექსკლუზიური ამბავი პირადი კონტრაქტის პირობების შესახებ დადასტურდა. გარიგება ბოლო ეტაპზეა და ამ კვირაში დაიხურება“.
- წერს ფაბრიციო რომანო.
View this post on Instagram
მიქაუტაძის მიმართ ინტერესი ბოლო დროს „რომამაც“ გამოთქვა და ქართველი ფორვარდისთვის ბრძოლაშიც ჩაერთო, თუმცა როგორც ჩანს ჟორჟისთვის პრიორიტეტი ლიგა 1-ში დარჩენაა.
შეგახსენებთ, რომ „მონაკო“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
რამდენიმე დღის წინ, „მეცის“ პრეზიდენტმა, ბერნარდ სერინმა დაადასტურა, რომ მიქაუტაძის გადაბირებით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.