ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

ხელიდან გაშვებული უპირატესობა - ტორპედომ ტირანას ვერ მოუგო

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ეტაპზე ქუთაისის „ტორპედომ“ შინ ალბანურ „ტირანას“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

სტივ კინის გუნდი პირველ ტაიმში სოლიდურ უპირატესობას ფლობდა და სტუმართა ავტოგოლით დაწინაურდნენ კიდეც.

„ტორპედომ“ მეორეს გატანა ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ შანსები ჰქონდათ. მეორე ტაიმიდან კი გაუგებრად პრაგმატული ფეხბურთი ითამაშეს, მეტოქეს ამოწევის საშუალება მისცეს და უპირატესობა მთლიანად გაანიავეს.

87-ე წუთზე „ტორპედო“ დაისაჯა და „ტირანამ“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე სტუმრებს წინ გასვლაც შეეძლოთ, თუმცა კლიაიჩმა ქუთაისელთა კარი იხსნა.

ამრიგად, სტივ კინის გუნდი, რომელიც წყვილში აშკარა ფავორიტი იყო, ერთი კვირის შემდეგ ალბანეთში რთული მატჩისთვის უნდა მოემზადოს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის ფეხბურთელია
ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის ფეხბურთელია