ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დარჩეს, თუ ბედნიერი იქნება...“

იტალიელი ჟურნალისტი ენცო ბუკიონი რადიო Kiss Kiss Napoli-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თემას შეეხო და თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

„კონტე, სანამ ნეაპოლში ჩავიდოდა, დე ლაურენტისთან კვარაცხელიაზე საუბრობდა და მას შეუცვლელ ფეხბურთელად თვლიდა. ქართველი პასებს აკეთებს, გოლებს ქმნის, უპირატესობას ქმნის და კიდევ შეუძლია გაუმჯობესება.

კვარაცხელიას პრობლემა ტაქტიკური კი არა, მორალური ხასიათისაა. თუ მოთამაშე დარჩება, მან ეს უნდა გააკეთოს ენთუზიაზმით და კონტე არის სწორი ადამიანი, რომელიც მას კვლავ იპოვის, თუ მას ეს დასჭირდება.

თუმცა, არ ვიცი, რამდენად საკმარისი იქნება კონტე კვარაცხელიას სახეზე ღიმილის დასაბრუნებლად, რომელიც პსჟ-ს ინტერესს გრძნობს“.

ბუკიონი მინიშნებას ფინანსურ ფაქტორზე აკეთებს, რაზეც ხვიჩა და „ნაპოლი“ დღემდე ვერ თანხმდებიან. ქართველი შემტევი გუნდში თავს დაუფასებლად გრძნობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის ფეხბურთელია
ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის ფეხბურთელია