ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

ოფიციალურად: ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენის ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ, „სენტ-ეტიენის“ ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ზურიკო დავითაშვილი გაიფორმეს.

ლიგა 1-ში დაბრუნებულმა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ფრანგულმა კლუბმა 23 წლის დავითაშვილთან ხელშეკრულება 2028 წლამდე გააფორმა. კონტრაქტი +1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

დავითაშვილმა პირველი კომენტარიც გააკეთა:

„სასიამოვნოა შემოუერთდე ამ ისტორიულ კლუბს! ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და მოუთმენლად ველი თუ როდის ვითამაშებ ჟეფრო-გიშარზე, სადაც წარმოუდგენელი ქომაგობაა. ლიგა 1 მაკდონალდსი რთული ჩემპიონატია და მე თავის გამოჩენას ვაპირებ“.

- განაცხადა დავითაშვილმა.

ზურიკოს შესახებ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალოლიომაც ისაუბრა:

„ზურიკო ტექნიკურ ელფერს მოგვიტანს, მაგრამ ასევე მის გამოცდილებასაც. განსაკუთრებით სანაკრებო დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ ახალგაზრდაა. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც კარგი პასის გაკეთება შეუძლია, ასევე კარგია დამაგვირგვინებელ ფაზაშიც. მას საკუთარი თავის წარმოჩენისა და წინ წაწევის უნარი აქვს. ის ნამდვილად საინტერესო მოთამაშეა, რომელიც ბურთის შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება“.

„სენტ-ეტიენი“ საფრანგეთში პსჟ-ს შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მათ ლიგა 1 10-ჯერ მოიგეს. 1975-76 წლების ჩემპიონთა თასის (ლიგის) ფინალიც ითამაშეს, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სატრანსფერო სიის სათავეში მოექცა | რომა მიქაუტაძისთვის წინადადებას ამზადებს
სატრანსფერო სიის სათავეში მოექცა | რომა მიქაუტაძისთვის წინადადებას ამზადებს