მამუკა ჯუღელი: თუ ნაპოლის სურს, კვარა დარჩება
ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვის წინააღმდეგია. ამის შესახებ მან პრესასთან საუბრის დროსაც განაცხადა.
როგორც ჩანს, მამუკა ჯუღელის პოზიციაც შეიცვალა და ახლა ის სხვაგვარად საუბრობს. რამდენიმე კვირის წინ, მისი პოზიცია სულ სხვა იყო.
ცნობილი რუსი იუთუბერი ნობელ არუსტამიანი ჯუღელს გაესაუბრა და კვარას მომავლის შესახებაც დაუსვა კითხვები.
- შენ თქვი, რომ წუხხარ კვარას ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის გამო. რის გაკეთებას აპირებ ამ მიმართულებით?
„ასე რომ, ახლა სკუდეტოს მოგება აუცილებელია“.
- ხვიჩა ნაპოლიში რჩება?
„მინდა, რომ სკუდეტო მოვიგოთ. რაც შეეხება ახალ კონტრაქტს, ყველაფერი ნაპოლის პრეზიდენტზეა დამოკიდებული. თუ ის კვარას გაყიდვაზე ფიქრობს, ამას გააკეთებს. თუ კლუბი იტყვის, რომ ხვიჩა უნდა დარჩეს, კვარა ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს“.
შეგახსენებთ, რომ მხარეები ამ დრომდე ფინანსურ დეტალებზე ვერ თანხმდებოდნენ. „ნაპოლი“ ბონუსების ჩათვლით 5.5 მილიონის გადასახდელად არის მზად, ხვიჩას მხარე კი 7 მილიონს იხდის.