სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

იტალიური ვარიანტი | მამუკელაშვილის პრიორიტეტი NBA-ში დარჩენაა

სანდრო მამუკელაშვილს ახალი მსურველი გამოუჩნდა. ქართველი კალათბურთელი, რომელიც შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტია, ევროპული კლუბის რადარზე მოექცა და მისით „ოლიმპია მილანო“ ინტერესდება. ამ ინფორმაციას Superbasket-ი ავრცელებს.

„ოლიმპია მილანო“ „მამუს“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, მაგრამ მცირე შანსია, სანდრო ევროპულ კლუბში გადავიდეს. ცნობილი ჟურნალისტის, გიორგოს კაპუკაკისის მიხედვით, მისი პრიორიტეტი NBA-ში დარჩენაა.

კაპუკაკისი წერს, რომ მამუკელაშვილმა ერთ-ერთი გუნდისგან წინადადებაც მიიღო, რომელიც მისთვის დამაკმაყოფილებელია. იგი კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს და ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გააგრძელებს ასპარეზობას.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, მამუკელაშვილმა, „სან ანტონიო სპურსის“ მაისურით, მონაწილეობა 46 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ 4.1 ქულას, 3.2 მოხსნასა და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. „სან ანტონიოს“ მისი შენარჩუნება შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში, გადაწყვეტილება შეცვალა და თავისუფალი აგენტი გახადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი წინადადება ნაპოლის | პარი სენ-ჟერმენს კვარა-ოსიმენის დუეტის გაფორმება უნდა
ახალი წინადადება ნაპოლის | პარი სენ-ჟერმენს კვარა-ოსიმენის დუეტის გაფორმება უნდა